აქართველოს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და გამოქვეყნების შემდეგ, 2016წლის 25 ივნისიდან ძალაში შევიდა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი. ახალი კანონი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ნაწილია და ბუღალტრულ აღრიცხვასა და აუდიტში შესაბამისი ევრიდირექტირებით გათვალისწინებული მოთხოვნების საქართველოში დამკვიდრებას ემსახურება.

ახალი რეგულაციის მიხედვით, აუდიტორების და აუდიტორული ფირმების ზედამხედველობას და ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს. რაც შეეხება ბუღალტერთა/აუდიტორთა სერტიფიცირებას, განგრძობით სწავლებას და ეთიკის მოთხოვნების დაცვას, აღნიშნულით პროფესიული ორგანიზაციები იქნებიან დაკავებული.

კანონით, ცალკეული კატეგორიის საწარმოებს მხოლოდ ფინანსური ანგარიშგების შედგენა, მეორე ნაწილის ფინანსური ანგარიშგების შედგენა და გამოქვეყნება, ხოლო საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს (სდპ), პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს იმავდროულად ფინანსური ანგარიშგების აუდიტიც მოეთხოვებათ.

მკაცრდება მოთხოვნები ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ნაწილში. წესდება პასუხისმგებლობა იმ მოთხოვნების შეუსრულობისათვის, რასაც კანონი ითვალისწინებს და სხვა.
კანონის სანახავად გადადით ბმულზე