კონსალტინგი
კონსალტინგის სერვისებია:
▪ კორპორაციული ფინანსები
გლობალური პლატფორმისა და მხარდაჭერის საფუძველზე გთავაზობთ:
საინვესტიციო პროექტების ანალიზს და შეფასებას;
კაპიტალის მოზიდვას საბანკო და კერძო სექტორიდან, საფონდო ბაზარზე ფასიანი ქაღალდების პირველადი განთავსებიდან;
დიუდილიჯენსს შესყიდვის და გაყიდვის ოპერაციებისათვის;
ბიუჯეტირების საკითხებში მხარდაჭერას და მიმოხილვას.
▪ რისკების შეფასება და მართვა.
ჩვენ დაგეხმარებით რისკების მართვის ეფექტური სისტემის დანერგვაში, რაც გულისხმობს:
რისკების მართვის კონტროლის სისტემების სრულყოფას კომპანიაში არსებული მდგომარეობის შესწავლის, რისკების იდენტიფიცირებისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე გადაწყვეტის გზით;
შიდა აუდიტის საქმიანობის მიმოხილვას და რეკომენდაციებს პრობლემურ საკითხებზე, კონსულტაციებს შიდა აუდიტის საქმიანობის დანერგვასთან დაკავშირებით, მხარდაჭერას შიდა აუდიტის ფორმალიზებასა და დანერგვაში;
დახმარებას კორპორაციული მართვისა და საოპერაციო მენეჯმენტის სრულყოფაში.
▪ სხვა გადაწყვეტილებები
ჩვენი გლობალური ქსელის რესურსები და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, როგორიცაა:
მენეჯერული და ფინანსური რეპორტინგის სისტემების პროგრამული მახარდაჭერა და ავტომატიზაცია (ERP სისტემების დანერგვა);
ანალიტიკური ინფორმაციის პროგრამული უზრუნველყოფა და გენერირება (Business interlligence (BI) ტექნოლოგია).