აუდიტი და მასთან დაკავშირებული სერვისები

გლობალური ინტეგრაცია და ღია ეკონომიკური საზღვრები ქმნის პირობებს ინვესტიციების თავისუფალი გადაადგილებისათვის. ინვესტორები გადაწყვეტილების მისაღებად აუდიტორებისაგან საჭიროებენ მიუკერძოებელ და ობიექტურ მოსაზრებას ინვესტირების ობიექტის ფინანსური ანგარიშგებისა და საქმიანობის შედეგების ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისობაზე.
ჩვენ გთავაზობთ აუდიტორულ მომსახურეობას, რათა ინვესტორებმა, აქციონერებმა, მარეგულირებელმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღონ სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაცია თქვენს შესახებ.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტის გარდა, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა მარწმუნებელი და არამარწმუნებელი მომსახურეობები:

▪შუალედური და წლიური/კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვა.
▪ფინანსური ანგარიშგების ცალკეული კომპონენტების აუდიტი ან მიმოხილვა.
▪შეთანხმებული პროცედურები.
▪სხვა მარწმუნებელი და არამარწმუნებელი მომსახურეობა.