იურიდიული სერვისი

   იურიდიული სერვისი

ცვალებად სამართლებრივ გარემოში ბიზნესს უხდება არა ერთი გამოწვევის გადალახვა, დიდი ძალისხმევა გაზრდილი ბიზნეს რისკების დასაძლევად.
ჩვენი გლობალური ქსელის რესურსები და გამოცდილება, ინოვაციური და მაღალი ხარისხის მომსახურეობაზე ფოკუსირება, საშუალებას გვაძლევს მხარი დავუჭიროთ კლიენტებს წარმატებით განახორციელონ ბიზნეს საქმიანობა გამოწვევებით სავსე ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე.
ჩვენი იურიდიული სერვისების პორტფოლიოში შედის:

    ▪სახელშეკრულებო/ბიზნეს სამართალი.

გთავაზობთ ნასყიდობის, დისტრიბუციის, დავალების, მარკეტინგული მომსახურეობის, სესხის, საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობის და სხვა სახის ხელშეკრულებების მომზადებას.

    ▪კორპორაციული და ფინანსური სამართალი.

მხარს დაგიჭერთ ისეთ საკითხებში, როგორიცაა:
კომპანიების შექმნა და ლიკვიდაცია, მართვა, ფასიანი ქაღალდების ემისია, შერწყმა, რეორგანიზაცია და სხვა.

    ▪საგადასახადო სამართალი.

დაგეხმარებით გარიგებებთან დაკავშირებული საგადასახადო და სამართლებრივი რისკების შეფასებასა და ეფექტურ გადაწყვეტაში, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების სპეციალური ფორმების შევსებასა და წარდგენაში.

    ▪ადმინისტრაციული სამართალი.

მხარს დაგიჭერთ ნებართვებისა და ლიცენზიების მოპოვებაში, გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებაში, პრივატიზების საკითხებში, ადმინისტარციულ ორგანოებთან მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში.

    ▪შრომის სამართალი.

კონსულტაციები და რეკომენდაციები სახელშეკრულებო ურთიერთობების ფორმირებასა და შეწყვეტაში, მონაწილეობა შრომით დავებში.

    ▪სასამართლო და საარბიტრაჟო დავები.

დავების მომზადება და მათში მონაწილეობა. პროცესუალური სამართლის სიღრმისეული ცოდნა და ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ დასახულ მიზანს სასამართლო და საარბიტრაჟო დავებში.