აუთსორსინგი

 აუთსორსინგი არის ჩვენი უშუალო ჩართულობა კლიენტის საქმიანობაში, რაც საშუალებას მოგცემთ შეამციროთ ხარჯები, უგულებელყოთ რისკები და ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს ძირითად საქმიანობაზე.
აუთსორსინგის ფარგლებში ხელმისაწვდომია:

    ▪ საბუღალტრო აღრიცხვის მომსახურეობა

ჩვენი შემოთავაზება:

    – მიმდინარე საბუღალტრო მომსახურეობა.

მოიცავს: ბუღალტერიის წარმოებას, საგადასახადო დეკლარაციების მომზადებას და წარდგენას, ფინანსურ და საგადასახადო საკითხებზე შეუზღუდავ კონსულტაციას, პირველადი დოკუმენტების მომზადებას, საბანკო გადარიცხვებს, ყოველთვიური და ყოველკვარტალური ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, მენეჯმენტის რეპორტინგს.
საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მოვავლენთ თანამშრომლებს თქვენს ოფისში მომსახურეობის ადგილზე შესასრულებლად.

    – საბუღალტრო ნაშთების აღდგენა.

გულისხმობს წინა პერიოდის გადამოწმებას და კორექტირებების შეტანას საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვაში გამოვლენილი შცდომების გამოსასწორებლად. აღნიშნული მინიმუმამდე შეამცირებს საგადასახადო რისკებს და მოგცემთ შესაძლებლობას იქონიოთ სრულყოფილი ანგარიში კომპანიის წარსულ საბუღალტრო მდგომარეობაზე.

    – საგადასახადო დეკლარაციების მომზადება.

თუ გსურთ დაზოგოთ ხარჯები და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოახდინოთ საგადასახადო ანგარიშგება, დაგეხმარებით ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში.

    – მთავარი ბუღალტრის ფუნქციის შესრულება.

კომპანიას შესაძლოა ჰყავდეს ბუღალტერი, ან ჰქონდეს ბუღალტერიის განყოფილება, მაგრამ მაინც სჭირდებოდეს დამოუკდებელი დასტური შესრულებულ სამუშაოზე. ჩვენ, მზად ვართ ვიკისროთ მთავარი ბუღალტრის ფუნქცია – განვახორციელოთ თქვენი შიდა საბუღალტრო სისტემის კონტროლი და საგადასახადო დეკლარაციების დადასტურება.

    – სახელფასო განაცემების მართვა და დეკლარირება.

ჩვენ გთავაზობთ მხარადჭერას სახელფასო განაცემების მართვაში, რაც მოიცავს კადრებთან დაკავშირებული განაცემების აღრიცხვას, დეკლარირებას და საჭიროების შემთხვევაში ანგარიშსწორებას.

    ▪ სხვა ტიპის პროფესიული მომსახურეობა კლიენტის საჭიროებისამებრ.