გადასახადები

გადასახადების ნაწილში ჩვენს პორთფოლიოში შედის შემდეგი სერვისები:

     ▪ საერთაშორისო დაბეგვრა

თუ თქვენი ბიზნესი სცდება საქართველოს საზღვრებს, აუცილებლად გჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობაში, რისთვისაც ეფეტურად ვიყენებთ ჩვენს გლობალურ რესურსებს.

    ▪ კონტროლირებული ოპერაციები

კონტროლირებული ოპერაციები ჯერ კიდევ სიახლეა ჩვენი ქვეყნის საგადასახადო პრაქტიკაში. საჭიროების შემთხვევაში აღმოგიჩენთ მხადაჭერას სატრანსფერო ფასწარმოქმნის საკითხებში, დავიცავთ თქვენს ინტერესებს და გაგიწევთ ლობირებას საგადასახადო ორგანოებში პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად.

    ▪საგადასახადო კონსალტინგი

ვიქნებით თქვენი მეგზური საგადასახადო კანონმდებლობის ლაბირინთებში, გაგიწევთ კონსულტაციებს, დაგეხმარებით საგადასახადო დაგეგმვაში, გადასახადების ოპტიმიზაციაში. საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განვახორციელებთ გასული და მიმდინარე პერიოდების საგადასახადო მიმოხილვას, შევაფასებთ თქვენს საგადასახადო რისკებს.

    ▪ საგადასახადო აუთსორსინგი

საგადასახადო აუთსორსინგი, რომელსაც ჩვენი პროფესიული გუნდი გაგიწევთ, საშუალებას მოგცემთ მაღალკვალიფიციურ პერსონალს მიანდოთ ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

    ▪საგადასახადო დავები

ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავისას დავიცავთ თქვენს ინტერესებს, მოგიმზადებთ საჩივრებს და აღმოგიჩენთ პროფესიულ მხარდაჭერას უშუალოდ დავის განხილვისას. ასევე გთავაზობთ საგადასახადო შემოწმების მიმდინარებისას მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობას და სადაო საკითხების განხილვას.